ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ფლორიან ვირცის თამაში შეაფასა.
„როცა შენს სანაცვლოდ ამდენ თანხას იხდიან, ადამიანები ძირითადად გოლებსა და საგოლე გადაცემებს უყურებენ, მაგრამ გეტყვით, რომ მას უკვე შეიძლება ექვსი ან შვიდი ასისტი ჰქონოდა.
უბრალოდ ცოტათი უიღბლო იყო იმ მომენტებში, როცა თანაგუნდელებისთვის საგოლე პასები გააკეთა, მაგრამ ზოგადად, 22 წლის ფეხბურთელისთვის ეს სრულიად ნორმალურია.
როცა სხვა ქვეყანაში გადადიხარ, მით უმეტეს პრემიერ ლიგაში, გარკვეული დრო გჭირდება შეგუებისთვის.“ - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
ფლორიან ვირცი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში საგოლე მოქმედების გარეშეა.