ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედისთვის სტაბილური პირობების შექმნას ითხოვს.
„კლუბს სტაბილურობა სჭირდება. ვფიქრობ, სწორედ ამის ახსნას ცდილობს სერ ჯიმ რეტკლიფი ყველასთვის.
ზოგჯერ საჭიროა სურათს ერთიანად შეხედო და ჩვენს გუნდს სჯერა იმის, რომ მწვრთნელს შეუძლია, კლუბი დააბრუნოს იქ, სადაც მისი ადგილია.
ნებისმიერი მწვრთნელი, რომელიც აქ მოვა, კრიზისთან ერთ მატჩში იქნება. ეს ყველა კლუბში ასეა. იგებ ერთ მატჩს და თითქოს ჩემპიონი ხდები. წააგებ და თითქოს, კლუბის თავზე ღრუბელი აღარასდროს გაქრება.
გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კლუბს მასშტაბს იაზრებენ და ხვდებიან ყველაფერს, როგორცაა მოწყობილი. არ გვჭირდება მთელი ეს ხმაური. უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, რის მიღწევა გვინდა ხანგრძლივ პერსპექტივაში და შემდეგ თამშშიც. ასეთი მიზანი უნდა ჰქონდეს ყველა ფეხბურთელს, იმიტომ რომ ნებისმიერი მწვრთნელი ზეწოლის ქვეშ იქნება ცუდი შედეგის შემდეგ და არც ჩვენია გამონაკლისი.
თუმცა, ჩვენი მწვრთნელი კარგად არის მომზადებული და იცის, რამდენად სერიოზულია ეს გამოწვევა." - აღნიშნა მანჩესტერის კაპიტანმა.