ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ დაადასტურა, რომ კოულ პალმერი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს.
"კოულ პალმერი კიდევ 6 კვირა ვერ ითამაშებს. ექიმები ჯადოქრები არ არიან. იმედია, 6 კვირა საკმარისი იქნება.
რა თქმა უნდა, კოული კარგად იქნიება და მას ოპერაცია არ დასჭირდება." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
პალმერმა ტრავმის გამო ჩელსის ბოლო 4 მატჩი უკვე გამოტოვა - ლინკოლთან, ბრაიტონთან, ბენფიკასთან და ლივერპულთან.
ინგლისელ შემტევთან ერთად ლონდონის ჩელსის ბენუა ბადიაშილიც გამოაკლდა, რომელიც ასევე დეკემბრამდე ვერ შეძლებს თამაშს.