რუბენ ამორიმს სურს, რომ მან იუნაიტედმა დღევანდელი ლივერპულის დონეს მიაღწიოს.
„ზოგჯერ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენ ნებისმიერი თამაშის მოგება შეგვიძლია და ახლა მხოლოდ მომდევნოზე უნდა ვიფიქროთ.
ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ლივერპულის დონეს მივაღწიოთ, ჩვენ ასეთი იდეა გვაქვს.
თუმცა, არ ვიცი, რა დროს წაიღებს ეს ყველაფერი." - აღნიშნა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს მანჩესტერი ენფილდზე, 19 ოქტომბერს ლივერპულის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც ბოლო ორი მატჩი აქვს წაგებული.