VIDEO: ენჯის გაშვება ახლოვდება - ჩელსიმ ნოტინგემი გაანადგურა, პოსტეკოგლუ კვლავ მოგების გარეშეა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ჩელსიმ სტუმრად ნოტინგემი ფორესტი 3:0 გაანადგურა.
სამივე გოლი მარესკას გუნდმა მეორე ტაიმში გაიტანა - 49-ზე პედრო ნეტომ ჯერ აჩემპონგს გაატანინა, სამ წუთში კი თავადაც გაიტანა და ჩელსის კომფორტული უპირატესობა მოუტანა.
84-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში რის ჯეიმსმა დააფიქსირა, საიდანაც ორ წუთში მალო გუსტომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა ჩელსიმ კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა.
ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 14 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ნოტინგემი კი 5 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
ენჯ პოსტეკოგლუს ნოტინგემის სათავეში მერვე მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით არცერთი არ მოუგია - 2 ფრე, 6 მარცხი. ის კლუბის ისტორიაში პირველი მწვრთნელია ასეთი ცუდი შედეგით.