რუბენ ამორიმმა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პრემიერ ლიგის ყველაზე დაბალი გამარჯვებების პროცენტი დააფიქსირა.
პორტუგალიელი სპეციალისტი ჩემპიონატში გუნდს 47 მატჩში გაუძღვა: 15 მოიგო, 13 ფრე ითამაშა და 19-ჯერ დამარცხდა.
მისი გამარჯვებების პროცენტი 31,1% შეადგენს, რაც მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია პრემიერ ლიგის ეპოქაში.
შედარებისთვის, რალფ რანგნიკის პერიოდში გუნდის გამარჯვებების პროცენტი 41,7% იყო (24 მატჩი, 10 მოგება), დევიდ მოიესის — 50% (34 მატჩი, 17 მოგება), ლუი ვან გაალის — 51,3% (76 მატჩი, 39 მოგება).
ოლე-გუნარ სულშერის დროს მანჩესტერ იუნაიტედმა მატჩების 51,4% მოიგო (109 მატჩი, 56 გამარჯვება), ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით — 51,8% (85 მატჩი, 44 მოგება), ჟოზე მოურინიოს პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 53,8% იყო (93 მატჩი, 50 მოგება).
ყველაზე მაღალი შედეგი კლუბის ისტორიაში კვლავ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის — პრემიერ ლიგაში ჩატარებული 810 მატჩიდან 528 მოგება, რაც 65,2%-იან გამარჯვებების მაჩვენებელს შეადგენს.