მანჩესტერ იუნაიტედი რუბენ ამორიმის გათავისუფლების შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.
კლუბში რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, თუმცა ამ ეტაპზე ფავორიტები უკვე გამოკვეთილია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამორიმის შესაძლო შემცვლელთა შორის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კრისტალ პალასის მთავარი მწვრთნელი ოლივერ გლასნერია. The Telegraph-ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობის ნაწილს ასევე აინტერესებს მარსელის მწვრთნელი რობერტო დე ძერბიც.
წყარო აღნიშნავს, რომ იუნაიტედს დე ძერბისთან კონტაქტი უკვე ჰქონდა 2024 წლის ზაფხულში, იმ პერიოდში, როცა ერიკ ტენ ჰაგის გათავისუფლების შესაძლებლობა განიხილებოდა. საბოლოოდ კლუბმა ნიდერლანდელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა, თუმცა დე ძერბი ხელმძღვანელობისთვის კვლავ მიმზიდველ კანდიდატად რჩება.
მიუხედავად ამისა, გლასნერის დანიშვნა უფრო რეალისტურ და მიღწევად ვარიანტად ითვლება. აღნიშნულია, რომ დე ძერბი ზამთარში მარსელის დატოვებას ნაკლებად დათანხმდება, თუმცა მომავალში პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს — აქამდე ალბიონზე ის ის ბრაიტონს ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, მანჩესტერ იუნაიტედში განიხილავდნენ პორტუს მწვრთნელ ფრანჩესკო ფარიოლის, ბორნმუთის ანდონი ირაოლასა და ფულემის მარკო სილვას კანდიდატურებსაც. სილვასა და ირაოლას, ისევე როგორც გლასნერს, კონტრაქტები ზაფხულში ეწურებათ, რაც მათ პოტენციურ კანდიდატებად აქცევს.
ამასთან, ენცო მარესკას დანიშვნა, რომელმაც ჩელსი 1 იანვარს დატოვა, ნაკლებად სავარაუდოა.