სტრასბურგის მთავარმა მწვრთნელმა ლიამ როსენიორიმ დაადასტურა, რომ ჩელსიში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.
„ნიცასთან მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული. შაბათს საერთოდ არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. ამის შემდეგ მომცეს შესაძლებლობა, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბს დავლაპარაკებოდი. დღეს ყველაფერი ისე მიდის, რომ შესაძლოა ჩელსის შემდეგი მწვრთნელი გავხდე.
ვინ არის ლიამ როსენიორი? — გავიცნოთ მწვრთნელი, რომელიც ჩელსის ჩაიბარებს
კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. ჩელსისთან შეთანხმება მაქვს, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არაფერი გაფორმებულა. სტრასბურგს პატივს ვცემ და ვიგრძენი, რომ აუცილებელი იყო, პირადად გამოვსულიყავი და მესაუბრა მანამდე, სანამ ყველაფერი ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი.
ამ პრესკონფერენციის შემდეგ ლონდონში გავფრინდები. უნდა გავმართოთ შეხვედრები, ხელი მოვაწერო კონტრაქტს და შევხვდე ჩემს მშობლებს — ამას ძალიან ველოდები." — აღნიშნა ინგლისელმა სპეციალისტმა.