The Telegraph-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს რუბენ ამორიმს კლუბის სპორტულ დირექტორ ჯეისონ უილკოქსთან უთანხმოება აქვს.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა პორტუგალიელ სპეციალისტზე ზეწოლას ახორციელებს და მოითხოვს ტაქტიკურ ცვლილებებს — კერძოდ, 3-4-2-1 სქემიდან ოთხ მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას.
როგორც მინიმუმ, 40 წლის სპეციალისტისგან უფრო მეტ ტაქტიკურ მოქნილობას ელოდებიან.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ამორიმი უკმაყოფილოა იმითაც, რომ კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერებას არ გეგმავს.
ბოლო ხუთ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო მატჩს გუნდი 7 იანვარს ბარნლის წინააღმდეგ გამართავს.