სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტის სიტყვა მან სიტისთან ხვალინდელი მატჩის წინ.
„ვფიქრობ, ძალიან მიმზიდველი თამაშია, იმიტომ რომ მაღალი ხარისხის მქონე გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.
მაღელვებს თუ არა ის ფაქტი, რომ ხალხი პეპს დიდებულ მწვრთნელს ეძახის, მე კიდევ დიდებულ მმართველს? არა, არ მაღელვებს, იმიტომ რომ პეპი მართლაც დიდებული მწვრთნელია.
ვნერვიულობ თუ არა? კი. განსაკუთრებით სანერვიულო მატჩამდე დარჩენილი რამდენიმე საათია. იმიტომ რომ როცა აგებ - განიცდი, ხოლო როცა იგებ - ბედნიერი ხარ. თუმცა, ეს ჩვენი საქმის ნაწილია და მიჩვეული ვარ.
წინა სეზონის მეორე მატჩში ფეხბურთი პრაქტიკულად არ გვითამაშია. არასაკმარისად კარგები ვიყავით. ახალი იდეები მოვსინჯეთ, მაგრამ ჩაგვივარდა. ამჯერად, გვინდა ყველაფერი შევცვალოთ.
კაილ უოკერის არყოფნა ვინისიუსისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება? ორივე გუნდს საკმარისად ჰყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები. ჩვენ ჩვენი გეგმის განხორციელების გვჯერა. 100%-ით უნდა დავიხარჯოთ და მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ.
ექპერიმენტები ხვალ? ახლა არაფერს არ გეტყვით, მაგრამ ნუ ნერვიულობთ. ხვალინდელი თერთმეტეული დიდი ალბათობით არ გაგაკვირვებთ, გარდა ალბათ ერთი ცვლილებისა." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
კომენტარები