ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, სელესაოსა და რეალის ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.
სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვინი ბრწყინვალედ იასპარეზებს.
შეძლებს თუ არა ვინისიუსი მსოფლიო ფეხბურთში დომინირების დაბრუნებას:
ვინისიუსს მნიშვნელოვანი მატჩი არასოდეს ჩაუგდია. არ მახსენდება არცერთი ნახევარფინალი თუ მეოთხედფინალი, სადაც ვინისიუსი ჩავარდნილიყო. შესაძლოა, ვალენსიაში ის გაბრაზდა და კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ მნიშვნელოვან შეხვედრებში მას ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია. დარწმუნებული ვარ, თუ ნაკრების შემადგენლობაში იქნება, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზებს.
დაეხმარა თუ არა ნაკრებში მუშაობის პერიოდი მის უკეთ გაგებაში:
ვინისიუსი ბრაზილიელია და ბრაზილიური ხასიათი აქვს. ბრაზილიელები სიცოცხლისმოყვარე და ძალიან თავმდაბალი ხალხია. მე არ შემხვედრია არცერთი ამპარტავანი ადამიანი არც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში და არც ჩემს ნაცნობ ბრაზილიელებს შორის. ვინისიუსი თავმდაბალი, მხიარული და უზომოდ ნიჭიერია