1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
The Athletic-ის ესპანელი ჟურნალისტის, მარიო კორტეგანას ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს მადრიდის რეალიდან წასვლაზე ფიქრობს.
იტალიელი სპეციალისტი სამეფო კლუბში დარჩენაზე იყო განწყობილი, თუმცა ბოლო პერიოდში პოზიციას იცვლის და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1. ანჩელოტი ფიქრობს, რომ კლუბი პრესაში მის შესაძლო გაშვებაზე ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს.
2. იტალიელმა იცის, რომ ხელმძღვანელობა ჩაბი ალონსოსთან არის მუდმივ კონტაქტზე და მის შეცვლად სწორედ ესპანელით აპირებს.
3. სეზონის ბოლოს, დიდი შანსია, მისმა შვილმა და მთავარმა ასისტენტმა, დავიდე ანჩელოტიმ გადაწყვიტოს წასვლა, რათა ძალები მთავარ მწვრთნელად მოსინჯოს.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის დანიშვნით სერიოზულად ინტერესდება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია, რომლისთვისაც იტალიელი ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები