გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში ვალენსიას დაემშვიდობა.
დღეს ფეხბურთელმა მესტალიაზე თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, ბოლო ღამურების მაისურით კი ქართველი მეკარე 25 მაისს, ბეტისის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.
დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო.
ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.
დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა.
ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია." - წერს სოციალურ ქსელში მამარდაშვილი.