გიორგი ქოჩორაშვილი გიორგი მამარდაშვილის მესტალიაზე ჩატარებულ ბოლო მატჩს გამოეხმაურა.
"მახსოვს, 20 წლის ბიჭი როგორი აღტაცებით მოვიდა და დღეს იმის დანახვა თუ რამდენად შორს ხარ წასული, ამაღელვებელია.
ვამაყობ შენი გზით, ძმაო. ყველაფერი, რაც ახლა იწყება, დამსახურებულია." - წერს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სოციალურ ქსელში.
ქართველი მეკარე მესტალიას ემოციურად დაემშვიდობა და ზაფხულში კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
"აქ ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი დიდი ოცნებით", - მამარდაშვილი მესტალიას ემოციურად დაემშვიდობა
გუნდს შეიცვლის თავად ქოჩორაშვილიც და ლევანტედან სპორტინგში ითამაშებს, რომელიც პორტუგალიის ჩემპიონი გახდა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.