ლაშა გურულმა თავისი მომდევნო ბრძოლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
"შემდეგი ჩემი ბრძოლა Usyk vs Dubois ივენთზე. ივენთი გაიხსნება ჩემი ბრძოლით. 19 ივლისი, ლონდონი. ოპონენტის ვინაობას ახლო მომავალში გავიგებთ." - წერს ქართველი მოკრივე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორის პროფესიონალური დებიუტი მარტში შედგა, რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა.
ოლექსანდრ უსიკი და დანიელ დუბუა ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან - ამჯერად სასწორზე მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონობა იდება.
ღონისძიება 19 ივლისს, ლონდონში უემბლის სტადიონზე გაიმართება.