იტალიაში მიმდინრე რაგბის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მე-9 ადგილის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა.
მატჩი ბორჯღალოსნების დამაჯერებელი გამარჯვებით 43-12 დასრულდა და ჩვენი გუნდი მე-9 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ჩვენი მხრიდან ლელოები შიოშვილმა (3), მესხიძემ, არძენაძემ, ხელაძემ და ქევხიშვილმა დადეს. 2-2 ზუსტი გარდასახვა კი თაყაიშვილმა და ჯაშმა მიითვალეს.
ეს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პირველი გამარჯვებაა. ჯგუფში 20-წლამდე ბორჯღალოსნებმა ირლანდიასთან და ახალ ზელანდიასთან წააგეს, იტალიასთან კი ფრედ ითამაშეს.
მე-9 ადგილის ფინალურ თამაშში ირლანდიასა და შოტლანდიას შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდებით.