ლა ლიგის 37-ე ტურში გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მაისურით მესტალიაზე თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა.
კარლოს კორბენარის გუნდი საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკთან 0:1 დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილმა მოედანზე სრული მატჩი ჩაატარა და 3 სეივით გამოიჩინა თავი.
მოგეხსენებათ, ამ სეზონს ქართველი მეკარე ვალენსიაში იჯარით ატარებს - გასულ ზაფხულს ის ლივერპულმა გამოისყიდა და ერთი წლით ვალენსიაში დატოვა.
ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს ვალენსია სტუმრად ბეტისთან ჩაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდამ მესტალიაზე თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
ახალ სეზონს გიორგი ლივერპულის მეკარის სტატუსით დაიწყებს, თუ ინგლისური კლუბი მის იჯარით გაშვებას კიდევ ერთხელ არ გადაწყვეტს.