გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტესთან მატჩის შემდეგ თავის ემოციებზე ისაუბრა.
ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურში სევილიასა და ლევანტეს შორის გამართული დრამატული დაპირისპირება, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა, გიორგი ქოჩორაშვილისთვის განსაკუთრებული გამოდგა.
ქართველმა ნახევარმცველმა სიუდად დე ვალენსიაზე დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა:
ჩემთვის ეს ძალიან განსაკუთრებული მატჩი იყო. როცა ავტობუსით მოვდიოდით, მახსენდებოდა ყველაფერი, რაც აქ ბავშვობაში გამოვიარე. აქ კაცად ჩამოვყალიბდი
შეხვედრის შეფასებისას ქოჩორამ კრიტიკულად აღნიშნა, რომ ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ გუნდმა ინტენსივობა შეამცირა, რასაც მეტოქის მხრიდან ქულების გადარჩენა მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, მან თანაგუნდელების ბრძოლუნარიანობა დადებითად შეაფასა.
სევილია 14 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში, 18 ოქტომბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე რეალის წინააღმდეგ უმძიმეს მატჩს გამართავს.