ბარსელონასა და რეალს შორის შერიგების შეთანხმება ვერ შედგა.
Cadena SER-ის ინფორმაციით, დღევანდელ მოსმენაზე კლუბების იურისტებმა საერთო ენა ვერ გამონახეს და კატალონიელები სამართლებრივ დავას გააგრძელებენ.
საქმე ფლორენტინო პერესის მაისის განცხადებას ეხება. რეალის პრეზიდენტმა ნეგრეირას საქმეზე საუბრისას თქვა, რომ მსაჯების მოქმედებების გამო მის კლუბს შვიდი ჩემპიონობა მოჰპარეს.
ბარსელონამ ივნისში სავალდებულო შერიგების პროცედურა წამოიწყო და პერესისგან სიტყვების უკან წაღებას ითხოვდა.
მადრიდულ მხარეს პოზიცია არ შეუცვლია.