ალ-ნასრის მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
გუშინ ალ-ნასრი 2019 წლის შემდეგ პირველად გახდა საუდის არაბეთის ჩემპიონი.
„ეს გამოწვევა მხოლოდ იმიტომ მივიღე, რომ მას [რონალდუს] ვუთხარი: მე დაგეხმარები ჩემპიონი გახდე, ჩვენ მოვიგებთ ტიტულს, შემდეგ კი წავალ. სულ ეს არის. საქმე გაკეთებულია. ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო ალ-ნასრში.
პორტუგალიაში მივდივარ, იქ ორ-ოთხ დღეს შვებულებაში გავატარებ. მერე ვფიქრობ ბრაზილიაში, რიოში წასვლას (იცინის). მაგრამ არა მწვრთნელობისთვის. ბრაზილიაში მხოლოდ დასასვენებლად მივემგზავრები“, - განაცხადა ჟეზუშმა.
პორტუგალიელი მწვრთნელისთვის ეს საუდის არაბეთის მეორე ჩემპიონობაა, პირველად მან ტიტული ალ ჰილალათან ერთად 2024 წელს მოიპოვა.