VIDEO: წყევლა მოხსნილია - რონალდუს დუბლი და ალ ნასრი საუდის არაბეთის ჩემპიონია
32 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის პრო ლიგის ბოლო ტურში ალ ნასრმა დამაკი 4:1 გაანადგურა და 2018/19 სეზონის შემდეგ პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
გოლებით თავი სადიო მანემ, კინსლი კომანმა და კრიშტიანუ რონალდუმ (დუბლი) გამოიჩინეს.
პარალელურ მატჩში ალ ჰილალმა თავისი მატჩი 1:0 მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - ჩემპიონობის ბედი ალ ნასრის ხელში იყო, რომელმაც თავისი მატჩი მოიგო და კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში პირველად გაჩემპიონდა.
თავის მხრივ, დამაკი ამ წაგებით საუდი პრო ლიგას დაემშვიდობა და ახალ სეზონში რანგით მე-2 დივიზიონში ითამაშებს.
ალ ნასრმა საუდის არაბეთის ჩემპიონობა ისტორიაში მე-11-ედ და 2018/18 წლების შემდეგ პირველად მოიპოვა.