კრიშტიანუ რონალდუ მეოთხე ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
საუდი პრო ლიგის საჩემპიონო მატჩში ალ ნასრმა დამაკი 4:1 გაანადგურა და 2018/19 წლების შემდეგ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, შესაბამისად, რონალდუსთვის ეს საუდის არაბეთის პირველი ჩემპიონობაა.
VIDEO: წყევლა მოხსნილია - რონალდუს დუბლი და ალ ნასრი საუდის არაბეთის ჩემპიონია
მთლიანობში კი რონალდუმ თავის საფეხბურთო კარიერაში მე-4 ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, მთლიანობაში კი მის ანგარიშზე 8 ჩემპიონობაა.
მან იუნაიტედის მაისურით კრიშტიანუ ინგლისის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, 2-2-ჯერ მოიგო ჩემპიონატი ესპანეთსა და იტალიაში, ახლა კი თავის კოლექციას საუდის არაბეთის ჩემპიონობაც დაუმატა.