მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, ლა ლიგაში შექმნილ ვითარებასა და საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.
32 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ ბარსელონას 6 ქულით ჩამორჩება, ამასთან, კატალონიელებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
მიუხედავად რთული მდგომარეობისა, არბელოა დანებებას არ აპირებს და გუნდისგან მაქსიმალურ მობილიზაციას ითხოვს:
„ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იქნება. იმედი მაქვს, ეს პროცესი ძალიან სწრაფად არ დასრულდება. გუნდმა მიზნად დაისახა, რომ ყველა დარჩენილი მატჩი მოიგოს. ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, მეტოქის ვინაობის მიუხედავად.
საკუთარ თავს გაცილებით მეტი უნდა მოვთხოვოთ და დარჩენილი ექვსივე მატჩი გამარჯვებით დავასრულოთ“, — განაცხადა არბელოამ.
შემდეგ მატჩს რეალი პარასკევს, 24 აპრილს, ბეტისის წინააღმდეგ ჩაატარებს.