ფრანგი ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა, გუშინ მოედანზე კვლავ სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მიუნხენის ბაიერნთან წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ.
კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა
მას სანტიაგო ბერნაბეუ ხმამაღალი სტვენით შეხვდა. მადრიდის რეალის მწვრთნელს კამავინგას მენტალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ეჭვები არ გასჩენია:
ის კარგადაა, ის დაუბრუნდა იმ რეჟიმს, სადაც თავის სათქმელს მოედანზე თამაშით ამბობს. ედუარდო დიდი პიროვნული თვისებების მქონე ფეხბურთელია. როდესაც დამჭირდება, ის ყოველთვის იქ იქნება. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, ძირითადში იწყებს თუ შეცვლაზე შემოდის.
რეალმა ბარსელონასთან სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა ამ უკანასკნელის სელტასთან შეხვედრის წინ. ბლანკოსი მომდევნო მატჩს პარასკევ ღამით, რეალ ბეტისის წინააღმდეგ 23:00 საათზე გამართავს.