VIDEO: ისტორიაში მეორედ - რეალი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონია
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალ მადრიდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის 2025-26 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, მადრიდელებმა ბელგიურ ბრიუგეს, 1:1-ის შემდეგ, პენალტების სერიით აჯობეს.
ანგარიში ხაკობო ორტეგამ გახსნა, რასაც ბელგიელებმა 64-ე წუთზე, ტობიას ლუნდ-იენსენის გოლით უპასუხეს. თერთმეტმეტრიანების სერიაში ესპანელებმა 4:2 გაიმარჯვეს და უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგეს.
ჩემპიონებმა 1/2 ფინალში - პსჟ (1:1-ის შემდეგ, ასევე პენალტებით), 1/4 ფინალში - სპორტინგი (2:1), 1/8 ფინალში - ჩელსი (1:0), ხოლო 1/16 ფინალში მარსელი (5:2) დაამარცხეს.
რეალ მადრიდმა ეს ტურნირი, რომელიც 2013-14 წლების სეზონიდან ტარდება და 19-წლამდე ფეხბურთელები მონაწილეობენ, მეორედ მოიგო (პირველად 2020-ში) და ჩელსის წამოეწია (2015; 2016) - მათზე მეტჯერ ტიტული რეკორდსმენ ბარსელონას აქვს მოპოვებული (2014; 2018; 2025). თითოჯერ ჩემპიონი კი ბენფიკა (2022), ზალცბურგი (2017), პორტუ (2019), ალკმაარი (2023) და ოლიმპიაკოსი (2024) გახდნენ.
ცნობისთვის, წლევანდელი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალამდე გავიდა დინამო თბილისი, რომელმაც ორრაუნდიანი ბრძოლა ბოსნიურ ჟრინსკის, შემდეგ კი კვიპროსულ აეკ ლარნაკას მოუგო, ხოლო ბელარუსულ დინამო მინსკთან პენალტებით დამარცხდა. მინსკელებმა 1/16 ფინალში პსჟ-სთან 0:4 წააგეს.