მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
არგენტინის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთი ქულა სჭირდება.
ურუგვაისთან გასვლითი გამარჯვების შემდეგ (1:0), ლიონელ სკალონის გუნდს 13 მატჩში 28 ქულა დაუგროვდა და ალბისელესტე მეშვიდეადგილოსან ბოლოვიას 15 ქულით უსწრებს. მეორე ადგილზე ეკვადორია 22 ქულით, მესამეზე ბრაზილია 13-ით (21 მატჩში).
არგენტინამ მუნდიალის საგზური შესაძლოა შემდეგსავე შეხვედრაში გაინაღდოს. ამისათვის გუნდს ბრაზილიასთან საშინაო შეხვედრაში ფრეც ეყოფა.
მატჩი 26 მარტს 04:00 საათზე გაიმართება. შემდეგი საკვალიფიკაციო თამაშები ივნისში შედგება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები