მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის 1/4 ფინალში ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის ნამდვილი დრამა შედგა.
პირველი მატჩის ფრედ 2:2 დასრულების შემდეგ, ყველაფერი ესპანეთში უნდა გადაწყვეტილიყო, სადაც ოიარსაბალის დუბლით და იამალის გოლით ფურია როხა სამჯერ იგებდა, თუმცა ნიდერლანდებმა თამაშში დაბრუნება სამივეჯერ მოახერხა, ორჯერ პენალტით (ჯერ დეპაიმ, შემდეგ კი ჩავი სიმონსმა, ერთი გოლი კი მაატსენმა შეაგდო).
საბოლოოდ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ესპანეთმა იმარჯვა და ერთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა - გადამწყვეტი დარტყმა ნიდერლანდებიდან დონიელ მალენმა გააფუჭა, საბოლოო პენალტი კი პედრიმ შეაგდო.
ესპანეთის ეს გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქე კვლავ ესპანეთის ნაკრები იქნება.
მთლიანობაში, შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ჯგუფი ასე გამოიყურება:
ესპანეთი
თურქეთი
საქართველო
ბულგარეთი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები