4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები თბილისში, ირლანდიასთან ჯახით 5 ივლისს გახსნიან.
ზაფხულში რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს 2 უმაღლესი დონის ტესტი ელით. ირლანდიელებთან შეხვედრის შემდეგ გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და 12 ივლისს ფრენჩაიზ ტოიოტა ჩიტასს ეთამაშება.
19 ივლისს კი ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან.
"ირლანდიასთან ტესტის ოფიციალურად დადასტურება ძალიან კარგი სიახლეა. წელს საუკეთესო ზაფხულის ტესტები გველის - ორ ყველაზე ძლიერ გუნდთან, რაც სარაგბო ერების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს" - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები