მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ემილიანო მარტინესი 2026 წლის მუნდიალის მოგების შემთხვევაში სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
„ზედიზედ მეორე მსოფლიოც თუ მოვიგეთ, ნაკრებში კარიერას დავასრულებ. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი.
მსგავსი შეგრძნებები აღარ განმეორდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ მოიგო არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი. მე პირადად, მსგავსი რამ არასდროს არ მინახავს.
ახლა კი შვიდი წლის ბავშვმაც კი იცის, რა გადაიტანა. მეორე მოგებაც რა თქმა უნდა გაგვიხარდება და ვიზეიმებთ, მაგრამ ისე ვეღარ, როგორც პირველად." - აღნიშნა მარტინესმა.
როგორც იცით, არგენტინა პირველი სამხრეთამერიკული ნაკრები გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა უკვე გაინაღდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები