მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალისონმა ტრავმის გამო ბრაზილიის ნაკრები დატოვა.
ლივერპულის მეკარემ დაზიანება კოლუმბიასთან მატჩის 78-ე წუთზე მიიღო (2:1), როცა კოლუმბიელთა მცველს დევინსონ სანჩესს თავებით შეეჯახა და მოედნის დატოვება მოუხდა.
ბრაზილიის ნაკრების ექიმის, როდრიგო ლასმარის თქმით, მეკარეს მსუბუქი თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, რაც შესაძლო ტვინის შერყევის მანიშნებელი იყო.
ლივერპულის პრესსამსახურის ცნობით, ალისონი კლუბში დაბრუნდება და ინგლისში სამედიცინო პერსონალთან ერთად დამატებით კვლევებს ჩაიტარებს.
შესაბამისად, ალისონი ბრაზილიის ნაკრებს არგენტინასთან 26 მარტს გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები