-
Aa
+
ფონტის ზომა
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება. მე-13 ტურში ბრაზილიის ნაკრებმა ესტადიო მანე გარინჩაზე კოლუმბია მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე რაფინიამ გახსნა პენალტის საშუალებით, 41-ე წუთზე ხამეს როდრიგესის პასის შემდეგ ლუის დიასმა გაათანაბრა ანგარიში.
გუნდები ახლოს იყვნენ ქულების გაყოფასთან, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში, მე-9 დამატებულ წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა შორეული გასროლით აიღო კოლუმბიელთა კარი და სელესაოს 3 ქულა მოუტანა.
ბრაზილიის ნაკრები 21 ქულით მე-2 ადგილზეა, კოლუმბია კი 19 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები