რაფინიამ აღიარა, რომ ბარსელონას წინა მწვრთნელის ნდობა არ ჰქონდა.
„ვგრძნობდი, რომ ჩავი და მისი სამწვრთნელო შტაბი საკმარისად არ მენდობოდნენ. 60 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიხარჯებოდი, თავს არ ვზოგავდი, მაგრამ მაინც მცვლიდა. სიტუაციის შეცვლას ვცდილობდი, ბევრს ველაპარაკებოდი, მაგრამ არაფერი იცვლებოდა, მას თავისი ხედვა ჰქონდა.
ერთნაირი ბევრი ვიდეო არსებობს, სადაც სათადარიგო სკამს ვუახლოვდები, ნერვებს ვერ ვთოკავ და ფეხს ვურტყამ. მგონი, ეს მანჩესტერ იუნაიტედთანაც მოხდა, სადაც კარგად ვითამაშე, გოლი და საგოლე გადაცემა გავიფორმე, მაგრამ მან მაინც 2:2-ზე შემცვალა.
თანაც იმ მომენტში შემცვალა, როცა საგოლე მომენტი ახალი შექმნილი მქონდა. ძალიან თავდაჯერებულად და კარგად ვთამაშობდი, მაგრამ პირველი ცვლილების მსხვერპლი კვლავ მე გავხდი. როცა ჩემი ნომერი დავინახე - თვალებს ვერ ვუჯერებდი." - აღნიშნა ბრაზილიელმა.