მადრიდის რეალის ლეგენდამ, ტონი კროოსმა, პედრი გამოარჩია.
„ჩემი აზრით, პედრი თავის პოზიციაზე დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. ის ისეთი ტიპის ფებხურთელია, რომელიც ყოველთვის დაგაკლდება, როცა არ თამაშობს, განურჩევლად იმისა, თუ ვის ეთამაშები.
მისი საქმე მხოლოდ გოლები და ასისტები არ არის, ის მოედანზე გამოსავალს გთავაზობს. თუ ამ სეზონში პედრის თამაშებს გადახედავ, თუნდაც მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, ის თითო თამაშში ოპონენტს 52-ჯერ ჯობნის, ლა ლიგაში, რომელიც კიდევ უფრო რთული და მჭიდროა, საერთოდ 59ს.
ერთ თამაშში ის მცველის მოტყუებას 11-12-ჯერ ახერხებს, რაც ნახევარმცველისთვის ყველაზე რთული რამ არის.
პედრი საუკეთესოა და როცა ასეთი ფეხბურთელი გაკლია, ეს აუცილებლად დაგეტყობა." - აღნიშნა კროოსმა.