ალექს ბალდესგან განსხვავებით, რობერტ ლევანდოვსკი ინტერთან მატჩში მონაწილეობას მოახერხებს.
6 მაისს ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში ინტერს სტუმრად დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
COPE-ს ინფორმაციით, მარცხენა მცველის მომჯობინება ამ მატჩისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ბალდეს რეაბილიტაცია არ მიმდინარეობს ისე სწრაფად, როგორც თავდაპირველად ელოდნენ.
სამაგიეროდ, დროზე ადრე ასწრებს გამოჯანმრთელებას რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც პირველი მატჩი ინტერთან ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა.