ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ინტერის მარჯვენა მცველი, დენზელ დუმფრისი დასახელდა.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ბარსელონასთან პირველ 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში (3:3) გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
დუმფრისის გარდა, კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის პსჟ-ს ნახევარმცველი ვიტინია იბრძოდა.
კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე უეფა ყველა ჩატარებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებს წარადგენს. შესაბამისად, დუმფრისი მატჩის საუკეთესო ბარსელონა - ინტერში გახდა, ვიტინია კი - არსენალი პსჟ-ში.
დუმფრისის კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მხითარიანის მილიმეტრიანი თამაშგარის გამო გაუქმდა.