პარი სენ ჟერმენის ოფიციალური განცხადების მიხედვით, უსმან დემბელეს მარჯვენა ფეხზე ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს.
ფრანგი შემტევი მომდევნო დღეების განმავლობაში დაისვენებს. კლუბში იმედი აქვთ, რომ დემბელე არსენალთან საპასუხო მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.
27 წლის მოთამაშე ლიგა 1-ში სტრასბურგთან შეხვედრაში ნამდვილად არ იქნება პარიზელთა შემადგენლობაში.
დემბელემ ლონდონურ თამაშში ერთადერთი გოლი გაიტანა და დაზიანებაც ამავე შეხვედრაში მიიღო. უსმანის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 45 საგოლე მოქმედებაა.
პსჟ-სა და არსენალის განმეორებითი მატჩი 7 მაისს გაიმართება.