საფრანგეთის ლიგა 2-ის დასრულებამდე 1 ტურით ადრე საფეხბურთო კლუბი პარიზი ლიგა 1-ში აღზევდა და ბოლო 46 წელიწადში უმაღლეს დივიზიონში პირველად ითამაშებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონიდან ლიგა 1-ში დედაქალაქურ დერბის ვიხილავთ პარი სენ-ჟერმენსა და პარიზს შორის.
ამ დაპირისპირებას საინტერესოს ისიც ხდის, რომ ამ გუნდების სტადიონებს შორის დაშორება თითქმის არ არსებობს და ისინი ერთმანეთის გვერდზე არის.
ლიგა 1-ში პარიზთან ერთად ლორიენიც დაწინაურდა, მესამე გუნდი კი პლეიოფის საშუალებით გაირკვევა.
