ფრანგული ლიგა 1-ს 32-ე ტურში უკვე გაჩემპიონებული პარი სენ-ჟერმენი სტუმრად სტრასბურგთან დამარცხდა.
შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ლუის ენრიკემ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა: საფონოვი, ზაირ ემერი, ტაპე, ბერალდო, ერნანდესი, ნევეში, მაიულუ, ლი, ბარკოლა, მბაიე, რამოში.
ანგარიში მე-20 წუთზე ლუკას ერნანდესის ავტოგოლით გაიხსნა, ტაიმის მიწურულს კი მასპინძლებმა მეორედაც შეძლეს პარიზელთა კარის აღება.
მეორე ნახევრის სტარტზე ენრიკემ მოედანზე ბრედლი ბარკოლა შეიყვანა, რომელმაც პირველივე წუთზე შეძლო ერთი ბურთის გაქვეთა, თუმცა მატჩის გადასარჩენად პსჟ-სთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.