VIDEO: მე-11 გოლი ლიგა 1-ის ამ სეზონში - მიქაუტაძემ ლანსს გაუტანა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე ლანსი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც სრულად ითამაშა.
21-ე წუთზე ანგარიში სტუმართა მხრიდან გოდუინ კოიალიპუმ გახსნა და ლანსმა პირველი ტაიმი 0-1 მოიგო.
79-ე წუთზე კლინტონ მატას საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა. 85-ე წუთზე კი ანას ზარურიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ლანსს ლიონში მოაგებინა.
ლიონი ამ მარცხის შემდეგ 54 ქულით მე-7 ადგილზეა და ევროტურნირის ზონის მიღმა რჩება.
გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.