VIDEO: კიტეიშვილის მე-12 გოლი ამ სეზონში - ქართველმა შტურმს მოაგებინა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში გრაცის შტურმი ლინცს ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.
კიტეიშვილმა მეორე ტაიმის სტარტზე, 48-ე წუთზე აიღო მეტოქის კარი და შტურმს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. გრაცული გუნდი საჩემპიონო ჯგუფს 36 ქულით უდგას სათავეში.
ქართველ მოთამაშეს კი ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 12 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილს იკავებს.