საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა 31-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრების მიერ არის შედგენილი.
სიმბოლურ გუნდში მოხვდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც გასულ ტურში რენს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
ბულკა (ნიცა);
კლოსი (ნიცა), ბალერდი (მარსელი), ალექსსანდრო (ლილი), მორეირა (სტრასბურგი);
შერკი (ლიონი), სანსონი (ნიცა), რაბიო (მარსელი);
გუირი (მარსელი), მიქაუტაძე (ლიონი), გრინვუდი (მარსელი).
ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
