საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს.
8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო - ფარერის კუნძულების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 მაისს, ხოლო საქართველო - კაბო-ვერდეს შეხვედრის ბილეთების რეალიზაცია 8 მაისს დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში biletebi.ge-ზე გაიყიდება.
5 ივნისის მატჩზე ბილეთების ფასი 20, 30, 50 და 70 ლარია, ხოლო 8 ივნისის თამაშზე - 20, 30 და 50 ლარი.
თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ორივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება. - ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.