ბარსელონამ ინტერთან ხვალ გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის განაცხადი დაასახელა.
განაცხადში დაბრუნდა რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ბოლო რამდენიმე მატჩი, მათ შორის ინტერთან პირველი, დაზიანების გამო გამოტოვა. სამაგიეროდ, ვერ მოასწრეს გამოჯანმრთელება ალექს ბალდემ და ჟულ კუნდემ - ფრანგმა ტრავმა სწორედ ინტერთან პირველ შეხვედრაში მიიღო.
თამაში მილანში ხვალ, 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
