რაფინიამ დაადასტურა, რომ 2020 წელს იტალიის ნაკრებში თამაშს განიხილავდა.
„ევრო 2020-ზე, რომელიც იტალიამ მოიგო, მეც უნდა ვყოფილიყავი. ყველაფერი პრაქტიკულად მზად იყო, თუმცა საბედნიეროდ, პასპორტი დროულად ვერ დამზადდა.
იმ დროისთვის იტალიის ნაკრების წარმომადგენლები მირეკავდნენ, ჟორჟინიო მუდმივად მელაპარაკებოდა. მატ ჩემთვის დიდებული პროექტი ჰქონდათ მომზადებული, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია.
თუმცა, ამავდროულად, გულში ღრმად მქონდა იმედი, რომ მაინც შევძლებდი და ბრაზილიის ნაკრების მაისურს მოვირგებდი. საბედნიეროდ, პასპორტი დროულად ვერ დამზადდა." - აღნიშნა ბარსელონას შეტევის ლიდერმა.
რაფინიას დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში 2021 წლის ოქტომბერს გაიმართა, მას შემდეგ მან 33 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.