ალ ჰილალმა ჟორჟე ჟეზუშის გაშვება ოფიციცალურად დაადასტურა.
ერ რიადის გუნდმა 70 წლის სპეციალისტი აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ალ აჰლისთან (1:3) წაგების შემდეგ გაუშვა.
საუდის არაბეთის 29 ტურის შემდე გალ ჰილალი მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ ალ იტიჰადს 6 ქულით ჩამორჩება.
გასულ სეზონში ჟეზუშმა გუნდს ქვეყნის ჩემპიონატი მოაგეიბნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ასევე მოიგო სამეფო თასი და სამჯერ - ქვეყნის სუპერთასი, მათ შორის ერთხელ მისი პირველი მოსვლის დროს (2018 წელს).
როგორც ცნობილია, ჟეზუშმა შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს, თუ ანჩელოტის ვარიანტი არ გამოვიდა.