კარლო ანჩელოტისთან მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ, ბრაზილიის კონფედერაციამ თავისი ყურადღება ჟორჟე ჟეზუშზე გადაიტანა.
70 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ალ ჰილალს ივნისში, კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვებს.
GLobo-ს ინფორმაციით, ანჩელოტის რეალისგან კონტრაქტის ნაადრევი გაწყვეტისთვის დარჩენილი ხელფასი, 11 მილიონი ევრო უნდა მიეღო. თუმცა მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესმა კარლოს ბრაზილიასთან შეთანხმების შესახებ გაიგო, ამ თანხის გადახდა იუარა და იტალიელს უთხრა, კლუბი უფასოდ დაეტოვებინა, რამაც ანჩელოტის ბრაზილიაში დანიშვნა შეაფერხა.
იტალიელის ვარიანტის ჩავარდნის შემდეგ, ბრაზილიელებმა თავისი ყურადღება ჟეზუშზე გადაიტანეს და ამ ეტაპზე, ნაკრებში დანიშვნის ფავორიტად სწორედ ის მოიაზრება.
საინტერესოა, რომ ანჩელოტის მომავალს ჟეზუშის ამჟამინდელ კლუბს, ალ ჰილალს უკავშირებენ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მზად არის კარლოს წლიურად 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.