ავტორიტეტული გამოცემა Footy Headlines-ის ცნობით, რომელიც გუნდების მომავალი სეზონის ფორმებს ყოველთვის ნაადრევად ავრცელებს, წერს, რომ 2026 წლის მუნდიალზე, 100+ წლის შემდეგ პირველად, ბრაზილიის ნაკრების მე-2 სათამაშო ფორმა წითელი იქნება.
უკანასკნელად ბრაზილიას წითელი ფერის ფორმა 1917-1919 წლებში ეცვა, მათ შორის 1917 წლის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზეც.
