როცა თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, კარლო ანჩელოტის დანიშვნა ბრაზილიის ნაკრებში შესაძლოა ჩაიშალოს.
Relevo, Marca და სხვა ავტორიტეტული ესპანური გამოცემების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, იტალიელმა ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.
ანჩელოტი ლონდონში, ბრაზილიის კონფედერაციასთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა და სელესაოს მწვრთნელობა იუარა.
იწერება, რომ იტალიელმა საუდის არაბეთის ერთ-ერთი დიდი კლუბისგან მიიღო სარფიანი შეთავაზება და ამ ეტაპზე ამ წინადადებას განიხილავს. ამ ეტაპზე ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ იტალიელსა და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას შორის შეთანხმება ჩავარდა და მისი დანიშვნა ნაკრებში პრაქტიკულად გამოირიცხა.