ანტონიო რუდიგერის და ფერლან მენდის შემდეგ, ტრავმა რეალის კიდევ ერთ მცველს, დავიდ ალაბასაც დაუდასტურდა.
ფეხბურთელმა მუხლის მენისკი დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდება, რის გამოც ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.
მადრიდელები იმედოვნებენ, რომ ავსტრიელი მოედანს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დაუბრუნდება, რომელიც 14 ივნისს იწყება.
ამ ეტაპზე რეალს განკარგულებაში მხოლოდ ოთხი ჯანმრთელი მცველი ჰყავს: ლუკას ვასკესი, რაულ ასენსიო, ხესუს ვალიეხო და ფრან გარსია.