The Athletic-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის დანიშვნა ბრაზილიის ნაკრებში გადაწყვეტილი ამბავია.
ჟურნალისტი მარიო კორტეგანა იტყობინება, რომ იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა, რომლის თანახმადაც, ის ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იქნება.
ანჩელოტი რეალთან ერთად ლა ლიგის ბოლო 5 მატჩს ჩაატარებს, ბოლო ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე მას დიდი ზარ-ზეიმით გააცილებენ, ხოლო ივნისში ის უკვე ბრაზილიის ნაკრებს უხელმძღვანელებს.
4 ივნისს ბრაზილიის ნაკრები ეკვადორს დაუპირისპირდება, 9-ში კი - პარაგვაის.